png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

Time-მა წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაასახელა

  • ეს საინტერესოა
  • 15.09.2021
  • 23:18
Time-მა წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაასახელა

ჟურნალმა Time-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაასახელა.

2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი გამოცემამ სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით დაჰყო. ესენია: კერპები (icons), პიონერები, ტიტანები, ხელოვანები, ლიდერები, ნოვატორები.



კერპების კატეგორიას პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ლიდერობენ.

 

 

 

ამავე კატეგორიაში მოხვდნენ - ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, მომღერალი ბრიტნი სპირსი, ირანელი უფლებდამცველი ნასრინ სოტუდე და სხვები.

პიონერების კატეგორიას ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში ლიდერობს.

ამავე კატეგორიაში მოხვდნენ - ჯორჯ ფლოიდის ოჯახის ადვოკატი ბენჯამინ კრამპი, ამერიკელი ტანმოვარჯიშე სუნისა ლი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი, ინდონეზიელი მკვლევარი ადი უტარინი, თურქი ეკონომისტი ფათიჰ ბიროლი და სხვები.

ტიტანების კატეგორიას ამერიკელი ტანმოვარჯიშე, მსოფლიოს 19-გზის და 4-გზის ოლიმპიური ჩემპიონი სიმონა ბაილზი ლიდერობს.

ამავე კატეგორიაში მოხვდნენ - კორპორაცია Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი, სამხრეთკორეელი მსახიობი იუნ იო ჯონი მოხვდნენ, სცენარისტი და პროდიუსერი შონდა რაიმსი, UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი ანჟელიკა კიჯო და სხვები.

ხელოვანების კატეგორიას ბრიტანელი მსახიობი ქეით უინსლეტი ლიდერობს.

ამავე კატეგორიაში მოხვდნენ - რეჟისორი ქლოა ჩჟაო, მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი, რეპერი Lil Nas X, მსახიობი დანიელ კალუია, ამერიკელი პროფესორი, ჟურნალისტი და ავტორი ჯესიკა ბი ჰარისი და სხვები.

ლიდერების კატეგორიას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დირექტორი ნგოზი ოკონჯო-ივეალა ლიდერობს.

ამავე კატეგორიაში მოხვდნენ - აშშ-ის მოქმედი და ამჟამინდელი პრეზიდენტები - ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი, ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი, ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, თალიბანის ერთ-ერთ ლიდერი მოლა აბდულ ღანი ბარადარი და სხვები.

ნოვატორების კატეგორიას ამერიკული კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი ლიდერობს.

ამავე კატეგორიაში მოხვდნენ - ილონ მასკი, ბიოქიმიკოსი კატალინ კარიკო, აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონ ნკენგასონგი, კრიპტოვალუტა Ethereum-ის შემქმნელი ვიტალიკ ბუტერინი და სხვები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge