png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებული თბილისში მცხოვრები 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია

  • სამართალი
  • 08.09.2021
  • 20:39
შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებული თბილისში მცხოვრები 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია. ის გოგებაშვილის ქუჩაზე შანაი ბრუკის მეზობლად ცხოვრობდა.

ფორმულას ინფორმაციით, ის 30 ივლისს, შანაი ბრუკს დაყაჩაღების მიზნით  დაესხა თავს. სავარაუდოდ, მურსაკულოვს ძვირადღირებული ტელეფონის წართმევა სურდა.

დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობა გახსნილია და მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, დაკავებული იქნა 1988 წელს დაბადებული რ.მ.". - ამბობენ უწყებაში.

ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში წელიწადზე მეტია ცხოვრობდა და ინგლისურს ასწავლიდა, 30 ივლისს გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა დაწერა.

მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, დანაშაულის ადგილზე კი დანა იპოვეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge