png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ერთ წელიწადში გაიხსნება პირველი სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მილიონობით ტურისტს - ირაკლი ღარიბაშვილი

  • ეკონომიკა
  • 08.09.2021
  • 14:13
ერთ წელიწადში გაიხსნება პირველი სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მილიონობით ტურისტს - ირაკლი ღარიბაშვილი

ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობა დაიწყო; სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება პირველი „აუთლეტ ვილიჯი“, ანუ სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „აუთლეტ ვილიჯის“ პროექტის პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც, მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, პროექტის ინვესტორებსა და პარტნიორებთან ერთად, სიმბოლური კაფსულა ჩადო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 70 მილიონი ლარია, კომპანია „დომუსი“ ახორციელებს.

„70 მილიონი ლარი არის პირდაპირი ინვესტიცია. ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული სავაჭრო ქალაქი გაიხსნება, 2 ათასი ადამიანი დასაქმდება. პროცესში დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ პროექტირებაში ჩართულია ესპანური კომპანია, რომლის დაპროექტებულია მადრიდის და ბარსელონას „აუთლეტ ვილიჯები“. ამას გარდა, ძალიან სასიხარულოა, რომ ახალ სავაჭრო სივრცეს მენეჯმენტს გაუწევს მსოფლიოს ტოპ-კომპანიებში შემავალი ამერიკულ-ევროპული აუთლეტ მენეჯმენტ კომპანია. მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა ტურიზმის განვითარება. მოგეხსენებათ, 2019 წელს 9 მილიონზე მეტი ტურისტი იყო შემოსული ქვეყანაში. პანდემიამ, ბუნებრივია, დააზარალა ტურიზმის სექტორიც, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმი გვაქვს იმისა, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა. წელს უკვე მილიონი ტურისტი შემოვიდა საქართველოში, რაც ძალიან მისასალმებელია. ჩვენ ძალიან მოკლე დროში მოვახერხეთ ეკონომიკის აღდგენა, გვაქვს12%-იანი ზრდა და ის სიგნალები და იმპულსები, რაც ბიზნესისგან მომდინარეობს, ძალიან საიმედოა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა კომპანია „დომუსს“, ინვესტორებსა და პროექტში დასაქმებულ ადამიანებს წარმატებები უსურვა.

„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს. პროექტის ინვესტიციის მოცულობა 70 მილიონი ლარია. „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, ხოლო სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას 2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

„აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge