png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა EBRD-ისგან მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის 90 მლნ ლარის ინვესტიცია მოიზიდა

  • ეკონომიკა
  • 03.09.2021
  • 18:02
საქართველოს ბანკმა EBRD-ისგან მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის 90 მლნ ლარის ინვესტიცია მოიზიდა

საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის დაახლოებით 90 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა.

5 წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა მოზიდული რესურსი ათვისებული იყოს  ადგილობრივ ვალუტაში, აღნიშნული ბიზნესების გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ასევე, ხელს შეუწყობს ბიზნესებს დააკმაყოფილონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მოთხოვნები.

დაფინანსება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილია და წარმოადგენს ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. აღნიშნულ ფინანსურ რესურსს EBRD-ი  „გალტ ენდ თაგარტი“-ს დახმარებით, ლარში განთავსებული კერძო ობლიგაციებით მიიღებს.

„მოხარული ვარ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოს ბანკის საიმედო პარტნიორად და განაგრძობს ჩვენი მომხმარებელი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლების ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებას. მსგავსი გრძელვადიანი თანამშრომლობა ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს აქტიურად გავაგრძელოთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლის ყველაზე საჭირო ფინანსური პროდუქტებით უზრუნველყოფა. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერისათვის და  ვიმედოვნებ, რომ მომავალში ჩვენს შორის კიდევ უფრო მეტი წარმატებული შეთანხმება განხორციელდება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

”მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი წარმატებული გარიგება განხორციელდა EBRD-ს და მის დიდი ხნის პარტნიორს შორის. აღნიშნული საკრედიტო ხაზი რეგიონის მასშტაბით დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი ინსტრუმენტია. აღნიშნული ფინანსური რესურსი იძლევა შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნები. ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დამატებითი დაფინანსება წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალურად აითვისონ ახალი რესურსები DCFTA სტანდარტების დაცვით”, - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge