png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

  • ბიზნესი
  • 23.08.2021
  • 12:28
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად წელს კიდევ ერთხელ დაასახელა.

World’s Best Consumer Digital Banks in Central & Eastern Europe 2021- ის ჯილდოს ფარგლებში, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ რამდენიმე ქვეკატეგორიაში დასახელდა საუკეთესოდ. ესენია: პროდუქტების ონლაინ შეთავაზება, ციფრული გადახდები  და განაცხადები, ინფორმაციული უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი და საკრედიტო სერვისები.

Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდო მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიღებული შეფასებების შემდეგ მიანიჭა. Infosys კონსალტინგის, ტექნოლოგიისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერი კომპანიაა.

საერთაშორისო გამოცემამ ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა: მომხმარებლის მოზიდვისა და მომსახურების ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლისათვის დისტანციური შეთავაზებების წარმატებით განხორციელება, ციფრულ არხებში მომხმარებლის რაოდენობის ზრდა, დისტანციური პროდუქტების მრავალფეროვნება, ინიციატივები და მათი განხორციელების შედეგად მომხმარებლისთვის მიღებული ხელშესახები ბენეფიტები. ასევე, გამართული ციფრული ფუნქციონალი და დახვეწილი დიზაინი.

„გლობალურმა პანდემიამ ადამიანები წაახალისა, საკუთარი საბანკო საქმიანობა მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების მეშვეობით განეხორციელებინათ. ამით ციფრულ ბანკინგს საგრძნობლად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, მეტი ვიდრე გასულ წლებში. ბანკებისთვის მთავარ გამოწვევას კი ამ ყველაფერზე  სწრაფი რეაგირების მოხდენა და სათანადო სერვისების შეთავაზება წარმოადგენდა. აღნიშნული ჯილდო სწორედ იმ ბანკებს სცნობს, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი აღნიშნულ გამოწვევებს “,- განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

„საქართველოს ბანკის ციფრული ბანკი მომხმარებელთა უშუალო ინტერესების გათვალისწინებით, ციფრული ინოვაციების კვალდაკვალ აგრძელებს განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვუსმინოთ მომხმარებელს, იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთი აღიარებაა ჩვენი გუნდის პროფესიონალების თავდაუზოგავი შრომისა. ეს წარმატება როგორც საქართველოს ბანკის გუნდის, ასევე იმ მომხმარებლების დამსახურებაა, ვინც საქართველოს ბანკს ირჩევს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალურად მასზე მორგებული სერვისები შევთავაზოთ და გამარტივებული პროცესებით, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გავხადოთ მათი ყოველდღიური საბანკო გამოცდილება ,” – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge