png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„მე, ვიხდი ბოდიშს“ - თოფაძის ნაცვლად წულუკიანი იხდის ბოდიშს

  • პოლიტიკა
  • 04.02.2016
  • 12:49
„მე, ვიხდი ბოდიშს“ - თოფაძის ნაცვლად წულუკიანი იხდის ბოდიშს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს ბოდიში მოუხადა.

„არ მგონია, რომ ბოდიშის მოხდა იყოს პრობლემა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს მე, პირადად ვუხდი ბოდიშს და ბავშვის უფლება, რომელიც თანასწორია კანონის წინაშე, უნდა იყოს დაცული. ჩვენ ის სამინისტრო ვართ და ის მთავრობა ვართ, რომელიც ბავშვთა უფლებებზე ვმუშაობთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები არის ცალსახად მიუღებელი“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება - მრეწველების“ ლიდერის გოგი თოფაძის განცხადება გაუაზრებელი იყო და ის ყველანაირ ჩარჩოს სცდება.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „მრეწველების“ ლიდერმა, გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა.

„თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში. თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამოანთქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე.  ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში“, - განაცხადა გოგი თოფაძემ საგაზაფხულო სესიაზე, სადაც გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge