png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩრდილოეთიდან მუდმივად უარყოფითი სიგნალებია იმის გამო, რომ საქართველო ევროპისკენ ისწრაფვის

  • კომენტარები
  • 21.09.2015
  • 15:37
ჩრდილოეთიდან მუდმივად უარყოფითი სიგნალებია იმის გამო, რომ საქართველო ევროპისკენ ისწრაფვის

ჩრდილოეთიდან მუდმივად უარყოფითი სიგნალებია იმის გამო, რომ საქართველო ევროპისკენ ისწრაფვის, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებშივპარტნიორი ქვეყნის პარლამენტარებთან საუბრისას.

„ყველა წარმატებას ევროპულ გზაზე თან ახლავს ახალი მავთულხლართი“, − აღნიშნა მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრი ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერს, კომიტეტების თავმჯდომარეებსა და საქართველოსთან თანამშრომლობის ლიტვის საპარლამენტო ჯგუფს შეხვდა.

შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები ვრცლად განიხილეს. პარლამენტის წევრებმა პირადად მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მართლმსაჯულების სისტემა ქვეყანაში; რას გულისხმობს პროკურატურის რეფორმა, რომელიც მესამე მოსმენით პარლამენტმა დღეს დაამტკიცა; ამას გარდა, როგორ ყალიბდება საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; რა ნაბიჯები იდგმება ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად და სხვა.

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ლიტვა ყველაფერს აკეთებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. სეიმის წევრებმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში ნებისმიერი ფორმით გაუწევენ საქართველოს დახმარებას − იქნება ეს ექსპერტების მოვლენა, თუ სამუშაო ჯგუფების შექმნა. „ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ინსტრუმენტი გამოვიყენოთ თქვენთვის ხელშესაწყობად. ვიმედოვნებ, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა“, − განაცხადა ვიცესპიკერმა გედიმინას კირკილასმა.

„ორდღიანი ოფიციალური ვიზიტისას კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ ლიტვა მხოლოდ კარგი პარტნიორი კი არა, საქართველოს კარგი მეგობარია, და როგორც მეგობარს, სურს, საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თეა წულუკიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდა. შეხვედრები გაიმართა პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან, ლიტვის სეიმის თავმჯდომარესთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge