png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად პრო ბონო ვებინარი გამართა

  • ეკონომიკა
  • 16.07.2021
  • 16:13
 საქართველოს ბანკმა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად პრო ბონო ვებინარი გამართა

საქართველოს ბანკთან ერთად საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის  პრო ბონო ვებინარი: სოციალური მედიის მართვა ჩატარდა. 

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის თანამშრომელმა სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის ვებინარი პრო ბონოდ ჩაატარეს.  ვებინარი ეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა: კამპანიების დაგეგმვა სოციალურ მედიაში და  სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად მართვა, კამპანიების შედეგების ანალიზი, კონტენტის ფორმატები და ა.შ. 

პრო ბონო ვებინარის ბენეფიციარი  ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები  არიან, რომლებიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე მუშაობენ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ეს ორგანიზაციებია: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი - EDEC, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სოციალური საწარმოების ალიანსი, ასოციაცია "ანიკა", სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი.

ვებინარი პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“-ს  ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით. 

ინფორმაციისთვის, "საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. "საქართველოს პრო ბონო ქსელი" ოფიციალურად 2015 წლის ოქტომბერში დაარსდა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ინიციატივით. საქართველოს ბანკი  2016 წლიდან არის საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი და აქტიურად ერთვება პრო ბონო მარათონებსა და ვებინარებში. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge