png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: ევროპული სტანდარტები ჩვენ ყოველდღიურობად უნდა ვაქციოთ

  • პოლიტიკა
  • 03.02.2016
  • 15:25
გიორგი მარგველაშვილი: ევროპული სტანდარტები ჩვენ ყოველდღიურობად უნდა ვაქციოთ

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ის  კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება ჩვენი სტრატეგიულმიზანს: საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ ოჯახში - ევროპულ სახელმწიფოთა დიდ თავისუფალ გაერთიანებაში. 

ამისთვის ევროპული საზოგადოებრივი და პოლიტიკური სისტემები უნდა გაძლიერდეს. "ევროპული სტანდარტები ჩვენ ყოველდღიურობად უნდა ვაქციოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა საერთაშორისო ავტორიტეტული რეიტინგებიც მოიყვანა მაგალითად და აღნიშნა, რომ საქართველო კორუფციის აღქმის, ბიზნესის კეთების, ეკონომიკური თავისუფლების, მილიტარიზაციის ინდექსის მიხედვით  მრავალ ევროპულ ქვეყანასაც კი უსწრებს და უდავო ლიდერია რეგიონში. თუმცა  ეს მაინც  არ არის საკმარისი.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისათვის საჭიროა გაძლიერდეს სეკულარიზმის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პრაქტიკები.

გიორგი მარგველაშვილმა დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვან როლზეც გაამახვილა ყურადღება:

„თანამედროვე დემოკრატია ვერ შედგება ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშე. უნდა დაიხვეწოს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის პირობები,რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების გამსხვილებას და ამავე დროს გაზრდის მათ მხარდამჭერების რიცხვს. პოლიტიკური ტრადიცია როდესაც არსებობს ორი რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური პოლუსი უნდა შეიცვალოს უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური პალიტრით."-განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ  გაიზარდოს პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრის, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი, გაძლიერდეს თითოეული მოქალაქის ხმა. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორი ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ ძლიერია. თუმცა იგი მხოლოდ ნაწილია სამოქალაქო საზოგადოებისა, რომლის უმთავრესი დასაყრდენიც აქტიური მოქალაქეა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge