png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„ჩვენი ვალია უზრუნველვყოთ და დავიცვათ მედიის თავისუფლება" - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 03.02.2016
  • 15:19
„ჩვენი ვალია უზრუნველვყოთ და დავიცვათ მედიის თავისუფლება" - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის  დემოკრატიული განვითარების გზაზე თავისუფალი მედიის მნიშვნელოვან როლზეც გაამახვილა ყურადღება. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს,  რომ სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრების, განსაკუთრებით ჯანსაღი საარჩევნო პროცესის გარანტი არის მედია.

„ჩვენი ვალია უზრუნველვყოთ და დავიცვათ სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. თავისუფალი მედია ხელშეუხებელია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ  საქართველოში დღეს არსებობს მედია მრავალფეროვნება და ეს ჩვენი საზოგადოებისმნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელსაც მუდმივი დაცვა და გაძლიერება სჭირდება და  ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.

საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებს უარი თქვან კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკის განსჯაზე :

„მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც გულისხმობს საჯარო ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსთა მხრიდან კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკისშეფასებასა და განსჯაზე უარის თქმას. ასეთი თვითშეზღუდვა ევროპული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების საფუძველსაც წარმოადგენს", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობაზე და გაიხსენა, რომ  გასული წლის განმავლობაში არაერთი პირის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მხრიდან, გავრცელდა ინფორმაცია მათ მიმართ უკანონო თვალთვალის და პირადი ცხოვრების კადრებით ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად ჯერ კიდევ გადასადგმელია როგორც პრაქტიკული, ასევე სისტემური ნაბიჯები, რომელიც გარკვეულწილად პრეზიდენტის  ვეტოში იყო წარმოდგენილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge