png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდეტი იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას და ადვოკატთა უფლებების გაძლიერებას ითხოვს

  • პოლიტიკა
  • 03.02.2016
  • 14:47
საქართველოს პრეზიდეტი იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას და ადვოკატთა უფლებების გაძლიერებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით, სასამართლო სისტემას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და აცხადებს, რომ  სასამართლოს დამოუკიდებლობას მყარი სამართლებრივი საფუძვლები და ნება ესაჭიროება.

მისი განცხადებით, სასამართლო სისტემაში განსაკუთრებული დატვირთვა მთავარ სუბიექტს - მოსამართლეს აკისრია. შესაბამისად, მისი შერჩევის პრინციპები და პროცედურები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ.

„მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში, მთელ ჩემ შესაძლებლობებს ვიყენებ სასამართლოს გასაძლიერებლად.

ჩემს მიერ ამ სფეროში განხორციელებული საკადრო პოლიტიკა, შერჩეულ მოსამართლეთა პროფესიული რეპუტაციასა და შეუბღალავ ავტორიტეტზეა დაფუძნებული.

ასეთი მიდგომა, კვლავაც გაგრძელდება, როგორც უზენაეს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში. შესაბამისად, უმაღლეს სასამართლო რგოლებში საქართველოს მოქალაქეებს მართლმსაჯულების მართლაც უმაღლესი სტანდარტის იმედი უნდაჰქონდეთ"-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტების პროცესს უკავშირდება   საზოგადოების მხრიდან სამართლიანად ისმის საფუძვლიანიკითხვები.

„სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და გაძლიერება უნდა გაგრძელდეს. საამისოდ გთავაზობთ რამდენიმე ინიციატივას:

  • დაინერგოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა 'გამოსაცდელი' ვადით გამწესებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი;
  • შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მექანიზმი იმგვარად, რომ საბჭოში პროპორციულად, სამი წევრით იყოს წარმოდგენილი სასამართლოს ყველა ინსტანცია.
  • მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის რეკომენდაციების მიცემის უფლება
  • გაძლიერდეს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები სასამართლო პრაქტიკის ანალიზისა და მართლმსაჯულების კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტნის განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადვოკატთა კორპუსს და მიაჩნია, რომ საკანონმდებლო დონეზე გასაძლიერებელია ადვოკათა უფლებები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge