png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით - ალექსანდრე დარახველიძე

  • სამართალი
  • 07.07.2021
  • 16:41
ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით - ალექსანდრე დარახველიძე

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე, ვიპოვოთ და მივიღოთ შესაბამისი ზომები. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საკმაოდ რთული პროცესია. არაერთი მტკიცებულება უნდა შეგროვდეს იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიებას შეეხებოდა.

მისი თქმით, დაკავებას სჭირდება სერიოზული მტკიცებულებების შეკრება იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე, ვინც თავს დაესხა ჟურნალისტებს, თავს დაესხა იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, დადგინდეს და მათ მიმართ შესაბამისი ზომები გატარდეს.

„სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საკმაოდ რთული პროცესია. არაერთი მტკიცებულება უნდა შეგროვდეს იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით. ახდენენ უამრავი ვიდეო ჩანაწერის დაიდენტიფიცირებას, კონკრეტული პირების იდენტიფიცირებას. პირველივე დღეს 3 პირი დავაკავეთ, გუშინ 4 პირი დაკავდა. დაკავებას სჭირდება სერიოზული მტკიცებულებების შეკრება იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე, ვინც თავს დაესხა ჟურნალისტებს, თავს დაესხა იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, ვიპოვოთ და მივიღოთ შესაბამისი ზომები. ჩვენ როდესაც ვიძიებთ "სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმის ფაქტს, პრაიდის ოფისზე თავდასხმის ფაქტს და გახოკიძის ქუჩაზე ადამიანის უფლებათა სახლში მომხდარ ფაქტს, სამწუხაროდ, ის ადამიანები, ვინც დაზარალდნენ, ნაკლებად თანამშრომლობენ და თითქმის უარს აცხადებენ პოლიციასთან თანამშრომლობაზე. ეს, რა თქმა უნდა, ართულებს გამოძიებას“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge