png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: მე ვხედავ საქართველოს, არა როგორც სტუმარს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში, არამედ როგორც ამ ერთობის სრულფასოვან წევრს

  • პოლიტიკა
  • 03.02.2016
  • 14:21
გიორგი მარგველაშვილი: მე ვხედავ საქართველოს, არა როგორც სტუმარს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში, არამედ როგორც ამ ერთობის სრულფასოვან წევრს

„გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია! ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თავისუფლებისათვის ბრძოლა კი გრძელდება",- ასე დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტის წინაშე მისი მესამე, ყოველწლიური გამოსვლა.

„წელს ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღვნიშნავთ.  დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი საკუთარი გზის გაკვალვას გულისხმობს, სწორედ ესაა ჩვენი ისტორიული მიზანი. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც არამარტო პოლიტიკურად დამოუკიდებელია, არამედ პოლიტიკურად თავისუფალიც. ეს არის სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, ეს არის ერთობა, სადაც ბატონობენ კანონები და არა ადამიანები"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, თავისუფალი არჩევანის საფუძველზე 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა.

„ევროპელობა ჩვენი ისტორიული გზის გაგრძელებაა. ამ გზას ადგნენ ჩვენი წინამორბედებიც: ამ გზაზე ამბობდა ნოე ჟორდანია „მომავლის არ გვეშინია", ამ მიზანს სახავდა ზურაბ ჟვანია- „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე ვარ ევროპელი", ამ გზაზე, მე ვხედავ საქართველოს, არა როგორც სტუმარს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში, არამედ როგორც სრულფასოვან წევრს ამ ერთობისა",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით,  პროდასავლური საქართველოს მთავარ ამოცანას დღეს დასავლური ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა წარმოადგენს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge