png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით Gastronome-მა სამი ახალი ფილიალი და რესტორანი გახსნა

  • ეკონომიკა
  • 30.06.2021
  • 11:10
 საქართველოს ბანკთან პარტნიორობით Gastronome-მა სამი ახალი ფილიალი და რესტორანი გახსნა

დელიკატესების მაღაზიათა ქსელი Gastronome-ი 3 ახალი ფილიალითა და სარესტორნო ქსელით გაფართოვდა. Gastronome-მა, საქართველოში პირველად, მომხმარებელს უნიკალური კონცეფცია - ერთ სივრცეში განთავსებული მაღაზია და რესტორანი შესთავაზა. Shop&Dine-ის კონცეფციის Bistro by Gastronome ბელიაშვილის ქუჩაზე ერთი წელია რაც გაიხსნა და დღეს უკვე Gastronome-ის ქსელის წარმატებული პროექტია.  სულ ცოტა ხნის წინ კი ვაჟა-ფშაველას გამზირის #22-ში Gastronome-ის ახალი, პრემიუმ კლასის რესტორანი Argentinian Steakhouse-ი გაიხსნა. სტეიკჰაუსის  მენიუში წარმოდგენილია პრემიუმ ხარისხის იაპონური ვაგიუს და ამერიკული შავი ანგუსის სტეიკი და ბურგერი.   „საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ძალიან მოკლე დროში გავხსენით Argentinian Steakhouse-ი და გვაქვს ამბიცია, მომხმარებელს  შევთავაზოთ საუკეთესო სტეიკი და ბურგერი, ისეთი ხარისხის, როგორიც მსოფლიოს დიდი დედაქალაქების საუკეთესო სტეიკჰაუსებში დაუგემოვნებიათ. ბანკთან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში ქსელი 2021 წელს მაღაზიების სამი ახალი ფილიალითაც გაფართოვდა და ჭავჭავაძის, სოლოლაკისა და ბელიაშვილის ფილიალების გარდა, პრემიუმ კლასის პროდუქტების შეძენა მომხმარებლებს უკვე ვაჟა-ფშაველას ახალ ფილიალში, ხოლო ძალიან მალე ლისისა და აბაშიძის მაღაზიებშიც შეეძლებათ“ - აცხადებს  Gastronome-ის დამფუძნებელი გიორგი თენაძე.

 

„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ ვცდილობთ პარტნიორებთან ერთად განვახორციელოთ ეკონომიკურად გამართული პროექტები და შედეგიც სახეზეა. დელიკატესების მაღაზიათა ქსელს Gastronome უკვე სამი ახალი ფილიალი შეემატა. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ იმაზე ფიქრს, როგორ შეიძლება წავახალისოთ ბიზნესი, დავუდგეთ მათ გვერდით, როგორც სანდო პარტნიორი, რათა ერთად განვახორციელოთ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტები,“- განაცხადა სანდრო ძაგნიძემ,  საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ.

ინფორმაციისთვის, Gastronome-ის პირველი ფილიალი 2019 წელს გაიხსნა. დღეისათვის თბილისის სხვადასხვა უბანში ქსელი უკვე ოთხი მაღაზიით არის წარმოდგენილი, სადაც  მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრემიუმ კლასის  დელიკატესები იყიდება. Gastronome-ში ზღვის და ხორცის პროდუქტების, ყველისა და ძეხვეულის, შოკოლადის, ყავის, სასმელის მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge