png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

როცა იზრდები სხვის რელიგიაზე, ქართველი ვეღარ ხარ - თეა დარჩია

  • საზოგადოება
  • 19.06.2021
  • 17:58
 როცა იზრდები სხვის რელიგიაზე, ქართველი ვეღარ ხარ - თეა დარჩია

"ჩემი აზრით, ქართველი მაშინ არის ქართველი, როცა არის მართლმადიდებელი", - ამის შესახებ მოცეკვავე და ქორეოგრაფმა თეა დარჩიამ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ჩემი აზრით, ქართველი მაშინ არის ქართველი, როცა არის მართლმადიდებელი, ცდილობს მაინც და როცა კითხულობს ბიბლიას ახალ აღთქმას, ფსალმუნს, ლოცვებს, ეზიარება და ცდილობს აღსარებაში იყოს გულწრფელი. ქართველმა თუ ყურანი ისწავლა და მუსლიმი გახდა - მე ეგ ისტორიიდან ვიცი, რომ ამას ისე ებრძოდნენ ქართველი მეფეები, რომ გოგოებში იმხელა თვითშეგნება იყო, თავს იკლავდნენ, რომ არ გამუსლიმანულიყვნენ...", - ამბობს თეა დარჩია.

მისი თქმით, ქართველი მხოლოდ მაშინ არის ქართველი, თუ ის მართლმადიდებელია.

"როცა იზრდები სხვის ადათ-წესებზე, სხვის რელიგიაზე, სხვის სწავლებებზე, ქართველი ვეღარ ხარ", - ამბობს დარჩია.

რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას, თეა დარჩიამ განაცხადა, "ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის". დარჩიას ეს განცხადება "სოლიდარობის თემმა" ისლამოფობის წამახალისებელ განცხადებად შეაფასა.

"რადიო თავისუფლების" შეკითხვაზე, იზიარებდა თუ არა "სოლიდარობის თემის" შეფასებას, დარჩია ამბობს, რომ "ყველას რწმენას პატივს სცემს", "არანაირი ფობიები არ აწუხებს" და "კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge