png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ 3 მულტიფუნქციური იდეათეკა გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 17.06.2021
  • 13:13
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ 3 მულტიფუნქციური იდეათეკა გაიხსნა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით, ბანკმა კიდევ 3 მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა გახსნა.

 

კომპიუტერებით, წიგნებით და სხვა შემეცნებითი საშუალებებით აღჭურვილი სივრცეები ზემო ნიქოზის, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლებში სულ ახლახან გაიხსნა.

საქართველოს ბანკმა პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო. მის ფარგლებში ჯამში უკვე 7 სკოლაში მოეწყო მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მოსწავლეებისა და მასწავლებლების საყვარელ ადგილად იქცა. იდეათეკა ერთ სივრცეში აერთიანებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: ყოველდღიური გაკვეთილები, ჯგუფური პრეზენტაციები, ონლაინ შეხვედრები მოსწავლეებისთვის საინტერესო სპიკერებთან და სხვა.  პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდა და ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს.

„ჩვენ ვაგრძელებთ იდეათეკების პროექტს და  მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ 3 რეგიონში გაგვეხსნა მულტიფუნქციური სივრცე. შემოდგომაზე დამატებით  2 საჯარო სკოლაში ვგეგმავთ იდეათეკის გახსნას. ჩვენი მიზანია, ამ პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში მინიმუმ ერთ საზღვრისპირა სოფელში მოეწყოს მსგავსი სივრცე და წელს მოეწყო კიდეც ზემო ნიქოზში. იდეათეკის პროექტის მეშვეობით ჩვენ გვსურს უფრო მეტ მოსწავლეს მივცეთ არაფორმალურ განათლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა. 2500-მდე მოსწავლე უკვე აქტიურად იყენებს აღნიშნულ სივრცეებში განთავსებულ რესურსს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები. იდეათეკები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას და მოსწავლეთა მეტ ინტერაქციულობასაც. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, პროექტის ფარგლებში იდეათეკები საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში,  7 საჯარო სკოლაში: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლებში უკვე მოეწყო. სულ მალე ამ ჩამონთვალს კიდევ 2:  ახალქალაქის მე-3  და დუისის  საჯარო სკოლა შეემატება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge