png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გიგლა აგულაშვილი „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრებს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 02.02.2016
  • 13:10
გიგლა აგულაშვილი „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრებს შეხვდა

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად,  „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე შპს „RMG Gold”-ისა და სს „RMG Copper”-ის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავების შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობა და  კომპანიების მიერ საქმიანობის შედეგად გარემოზე მავნე ზემოქმედების საკითხები განიხილეს.

სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ სენსიტიურ წერტილებში რეგულარულად ტარდება გეგმიური მონიტორინგი როგორც წყლის, ისე მიწის, ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროცესი უწყვეტ რეჟიმში მომავალშიც გაგრძელდება.

მონიტორინგის ეფექტურად განხორციელებისთვის მდინარეებზე: მაშავერა და კაზრეთულა ასევე დამონტაჟებულია ავტომატური სადგურები, რომლის საშუალებითაც წყლის ხარისხის გაუარესების შემთხვევაში, ავტომატურად ხდება წყლის სინჯების აღება და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის ლაბორატორიაში სათანადო კვლევების ჩატარება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს შპს „RMG Gold”-ისა და სს „RMG Copper”-ის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავების მიზნით გაცემულ გარემოზე ზემოქმედების ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი პირობების შემოწმებას.

ინსპექტირების დასრულების შემდეგ, სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა-დიალოგი კვლავ გაიმართება, სადაც მოხდება აღნიშნული ინსპექტირების შედეგების გაცნობა და დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge