png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

  • კულტურა
  • 01.06.2021
  • 18:21
ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას, ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოლკლორის ცენტრი ავრცელებს.

ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ქართული გალობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს ქართულ გალობასთან დაკავშირებული კულტურული ფენომენისა და ღირებულებების შენარჩუნებას.

„ქართული გალობა, მრავალხმიან მუსიკალურ ფოლკლორთან ერთად, ქართველთა მიერ აღიარებულია, როგორც ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო; იგი უნიკალური ტრადიციაა, რომელშიც ორგანულად არის შერწყმული ეროვნული მრავალხმიანი აზროვნებისა და ქრისტიანული მსოფლმხედველობის ესთეტიკური პრინციპები. ქართული გალობა ერთი მხრივ, ეროვნული, საქართველოში წარმოშობილი და განვითარებული ტრადიციაა, ხოლო, მეორე მხრივ – მასში განსაკუთრებით ჩანს ქართული კულტურის ერთიანობა ევროპულ ქრისტიანულ სამყაროსთან. მეცნიერთა ვარაუდით, საეკლესიო მუსიკაში მრავალხმიანობა ყველაზე უწინ საქართველოში ჩამოყალიბდა, X-XI საუკუნეებში განვითარების კლასიკურ ეტაპს მიაღწია, ხოლო XII-XIII საუკუნეებში, მთლიან ქართულ კულტურასთან ერთად, რენესანსული მსოფლმხედველობით განიმსჭვალა. შესაბამისად, ქართული საგალობელი არა მხოლოდ ეროვნული, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროს კულტურული საგანძურია.

ქართული ტრადიციული საეკლესიო მუსიკისთვის/ქართული გალობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს ქართულ გალობასთან დაკავშირებული კულტურული ფენომენისა და ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული გალობის სწავლა-გადაცემის ხელშეწყობას, ცოცხალ პროცესში შესრულების აუცილებლობის პოზიციონირებას, ამ უნიკალური პოლიფონიური ხელოვნების ახალგაზრდებში პოპულარიზებას, საზოგადოების და სამეცნიერო წრეების მეტად დაინტერესებას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის ამაღლებას“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge