png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ბორის ჯონსონი დაქორწინდა

  • ეს საინტერესოა
  • 30.05.2021
  • 13:57
ბორის ჯონსონი დაქორწინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თავის საცოლეზე, კერი საიმონდსზე დაქორწინა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, წყვილმა ჯვარი უესტმინსტერის კათედრალში შაბათს, შუადღეს დაიწერა. მისივე ინფორმაციით, ცერემონიალი ვიწრო წრეში ჩატარდა.

როგორც პრესსპიკერმა დასძინა, ჯონსონი და საიმონდსი თავიან ქორწინებას კიდევ ერთხელ, უფრო ფართო წრეში მომავალ ზაფხულს იზეიმებს.

ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პირველი პრემიერ-მინისტრია ბოლო 200 წლის განმავლობაში, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს დაქორწინდა.

ბოლო პრემიერ-მინისტრი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს დაქორწინდა, რობერტ ჯენკინსონი იყო. ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 1812-1827 წლებში მუშაობდა.

ბორის ჯონსონისა და კერი საიმონდსის რომანტიკული ურთიერთობა 2019 წლის დასაწყისში დაიწყო. კერი საიმონდსი კონსერვატიული პარტიის პრესსამსახურში მუშაობდა, რომელსაც 2010 წელს შეუერთდა. ორი წლის შემდეგ, საიმონდსი ჯონსონის საარჩევნო კამპანიაში მუშაობდა, როდესაც ლონდონის მერად აირჩიეს.

მოგვიანებით, კერი საიმონდსი კონსერვატიული პარტიის კომუნიკაციების დირექტორი გახდა. 2018 წელს საიმონდსმა დატოვა თანამდებობა.

2020 წლის თებერვალში, წყვილმა თავისი რომანტიკული ურთიერთობა გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ ბავშვს ელოდებიან. გასული წლის აპრილში, მათ ვაჟი შეეძინათ.
ბორის ჯონსონს წინა ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge