png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თბილისის მერიაში ხეების მოვლისა და ჭრა-ფორმირების თემაზე ტრენინგი დაიწყო

  • საზოგადოება
  • 01.02.2016
  • 17:56
 თბილისის მერიაში ხეების მოვლისა და ჭრა-ფორმირების თემაზე ტრენინგი დაიწყო

თბილისის მერიაში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ინიციატივით ხეების მოვლისა და ჭრა-ფორმირების თემაზე ერთკვირიანი ტრენინგი დაიწყო. ტრენინგში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურისა და რაიონული გამგეობების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სწავლება „კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებითა და „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის“ (ADC) დაფინანსებით ტარდება.

მერიის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია ხეების მოვლის არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრა და ღონისძიებების ჩატარებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვა. გამგეობების თანამშრომლები, რომლებიც შიდა კვარტალურ გზებზე არსებული ნარგაობის მოვლა-პატრონობის ზედამხედველობას ახორციელებენ, მიიღებენ რეკომენდაციებს ნარგავების მოვლისა და ხეების სწორად მოჭრის სამუშაოების ერთიანი სტანდარტით წარმოებასთან დაკავშირებით.

ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის თქმით, 2015 წელს შემუშავებული ხეების მოვლისა და სხვლა–ფორმირების ერთიანი წესი მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს იმ ადამიანებს, ვისაც ნარგავების ჭრა-ფორმირების სამუშაოების ჩატარებაზე მონიტორინგი ევალება.

„2015 წელს შიდა კვარტალურ ტერიტორიებზე არსებული ხეების მოვლა-პატრონობა გამგეობების კომპეტენციაში გადავიდა, მათ მიერ სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ჩვენ დავგეგმეთ პრაქტიკული სწავლების ერთკვირიანი კურსი, რომელიც სპეციალისტებს საჭირო პრაქტიკულ რეკომენდაციებს მისცემს, კვალიფიციური მიდგომა კი მწვანე ნარგავების მაქსიმალურ შენარჩუნებასა და მათი მდგრადობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა სულხანიშვილმა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები სერტიფიკატებს მიიღებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge