png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვალეს. ისინი რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ

  • საზოგადოება
  • 24.05.2021
  • 18:36
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვალეს. ისინი რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ. ამის შესახებ საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა.

"ჩვენ, რადგან სცენა გვაქვს მოწყობილი და კარვები გვაქვს გაშლილი რესპუბლიკის მოედანზე, ბუნებრივია, იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიძრათ რესპუბლიკის მოედანზე და იქ გადაიკეტება რუსთაველის გამზირი, არ გაიხსნება. ამავდროულად, ახლოს ვიქნებით იმ ძირითად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი და გადაიკეტება იქ ყველაფერი, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები", - აღნიშნა გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა თბილისის მოსახლეობას, რომ შეურთდნენ მათ საპროტესტო აქციას.

"ეს არ არის თითო კაცის ბრძოლა, პერსონალური, ამა თუ იმ პირის ბრძოლა, ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა და თითოეული ჩვენგანის ბრძოლა. ამიტომ, ამის გაცნობიერებას დასჭირდა გარკვეული პერიოდი, რომ მისულიყო ეს ინფორმაცია საზოგადოებამდე, მეტ-ნაკლებად ყველამ გავიგეთ, მაგრამ უფრო დიდი ჩართულობაა საჭირო. ამიტომ, 26 მაისს აღლუმი იქნება არა აქ და თავისუფლების განცდის შეგრძნება იქნება არა აქ, არამედ სადაც ვდგავართ ჩვენ, პროტესტის ძირითად ადგილზე და მთელი დედაქალაქი მოვა იქ. ჩვენ ველოდებით ყველას იქ, რომ მივმართოთ სრულიად საქართველოს და გავიზიაროთ ყველა ის წუხილი, რაც მოდის თითოეული ჩვენგანის გულიდან", - ვარლამ გოლეთიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge