png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ვსვამდი ალკოჰოლს, რათა დამეცხრო დედის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი - პრინცი ჰარი

  • ეს საინტერესოა
  • 21.05.2021
  • 23:11
ვსვამდი ალკოჰოლს, რათა დამეცხრო დედის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი - პრინცი ჰარი

პრინცი ჰარი ამბობს, რომ ძალიან ბევრ ალკოჰოლს იღებდა 28-32 წლის ასაკში, რათა დაეცხრო ტკივილი, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ სულ თან სდევდა. „ერთ დღეში, ერთი კვირის დოზა ალკოჰოლს ვსვამდი“, - ამბობს ჰარი. მან ასევე აღიარა, რომ მზად იყო მიეღო ნარკოტიკებიც, რათა აღარ განეცადა ის ტკივილი, რომელიც პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგაც სტანჯავდა.

უელსის პრინცესა დაიანა 1997 წლის აგვისტოში, პარიზში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ფსიქოლოგიური პრობლემების, მუდმივი შფოთვისა და პანიკური შეტევების შესახებ ჰარიმ ამერიკელი ტელეწამყვანის ოპრა უინფრის გადაცემაში ისაუბრა. 

„ჩემ თავს არ ვეკუთვნოდი. ყოველ ჯერზე, როდესაც პიჯაკს ვიცვამდი და ჰალსტუხს ვიკრავდი, თავს ვაიძულებდი, მეთამაშა. სახლიდან გასვლისთანავე ოფლში ვცურავდი. მუდმივად ვცხოვრობდი რეჟიმში „დაარტყი და გაიქეცი“, - ყვება ჰარი. „პარასკევს ან შაბათს იმდენს ვსვამდი, რამდენსაც ადამიანები ერთ კვირაში სვამენ, არა იმიტომ, რომ ეს მომწონდა, არამედ იმისთვის, რომ ტკივილი შემენიღბა“, - ამბობს ჰარი.

1997 წელს მთელი მსოფლიო უყურებდა 12 წლის ჰარის, რომელიც ძმასთან, მამასთან, ბიძასთან და პაპასთან ერთად დედის კუბოს მიყვებოდა.

Похороны Дианы

„იმ დღიდან, დამამახსოვრდა მხოლოდ ქვაფენილზე მიმავალი ცხენების ჩლიქების ხმა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ჩემი სხეული დავტოვე და უბრალოდ მოჩვენებასავით გვერდით მივყვებოდი. მხოლოდ ემოციის მეათედს გამოვხატავდი. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ჩემთვის ის იყო დედა - სხვები მას არც კი შეხვედრიან“, - ამბობს ჰარი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge