png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

  • საზოგადოება
  • 17.05.2021
  • 11:00
დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას. ამ დღის დაარსების მე-9 წელს, 2013 წელს, ღონისძიებები გაიმართა 120 ქვეყანაში.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა; მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ქმედებების კოორდინირება იყო, აგრეთვე ამ დღის მხარდაჭერა და ოფიციალური აღიარება. თარიღი არჩეულ იქნა სიმბოლურად, სწორედ ის დღე, როდესაც 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.

დღის აღნიშვნას საფუძველი 2004 წელს ჩაეყარა. ერთწლიანი კამპანია 2005 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის პირველი საერთაშორისო დღის აღნიშვნით დასრულდა. 24 000-მა ადამიანმა და ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა ლესბოსელებისა და გეების საერთაშორისო ორგანიზაცია (ILGA), გეებისა და ლესბოსელების უფლებების საერთაშორისო კომისია (IGLHRC), ლგბტ ებრაელების მსოფლიო კონგრესი და აფრიკელ ლესბოსელთა კოალიცია, ხელი მოაწერეს „აიდაჰოს ინიციატივის“ მხარდამჭერ მიმართვას. ამ დღისადმი მიძღვნილი აქტივობები მრავალ ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის პირველად მსგავსი ღონისძიება კონგოს, ჩინეთისა და ბულგარეთის ისტორიაში.

2009 წელს, კამპანიის სახელს დაემატა ტრანსფობია და ამ წლის აქტივობები ძირითადად ტრანსფობიის (ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაცია და ძალადობა მათ მიმართ) ირგვლივ ფოკუსირდა. ამავე წელს, შემუშავდა ახალი პეტიცია, რომელსაც მსოფლიოს 75 ქვეყნის მასშტაბით 300 არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. მხარდამჭერებს შორის ასევე იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები (ელფრიდე იელინეკი, ფრანსუაზა ბარე-სინუსი და ლუკ მონტანიე). 2009 წლის 17 მაისის გამთენიისას, საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ტრანსგენდერული საკითხები ოფიციალურად ამოიღო მენტალურ დაავადებათა სიიდან.

საფრანგეთში ამ დღის აღნიშვნის ხელმძღვანელი იყო ლუის-ჟორჟ ტინი, რომელიც 2013 წლის სექტემბრამდე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ამის შემდეგ ის ჩაანაცვლა საერთაშორისოდ ცნობილმა ვენესუელელმა ტრანს-უფლებების აქტივისტმა, ადვოკატმა და პროფესორმა ტამარა ადრიანმა.

2013 წლის 18 მაისს, საფრანგეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა; ეს გადაწყვეტილება წინა დღეს, 17 მაისს გახდა ცნობილი.

2015 წელს კამპანიის სახელს დაემატა ბიფობია.

17 მაისის ღონისძიებათა მთავარი მიზანია მსოფლიო მასშტაბით ლგბტ საზოგადოებებისაკენ მიმართული ძალადობის, დისკრიმინაციისა და რეპრესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პროცესში მედიის, პოლიტიკოსთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის გზით.

17 მაისის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია ისეთი მოვლენის შექმნა, რომელიც გლობალურ დონეზე იქნება დანახული სპეციფიკური ტიპის ქმედებებთან შესაბამისობის საჭიროების გარეშე.

ეს დღე განსაკუთრებით ძლიერია ევროპასა და ლათინურ ამერიკაში, სადაც თითქმის ყველა ქვეყანაში, ის სახალხო ღონისძიებებით აღინიშნება. 17 მაისი აღინიშნება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. 2013 წელს, ის აღნიშნეს მსოფლიოს იმ 76 ქვეყნიდან 32-ში, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება კრიმინალიზებულია.

ღონისძიებები მოიცავს ქუჩის ფართომასშტაბიან მარშებს, პარადებსა და ფესტივალებს. მაგალითად, კუბაში, ბოლო 3 წლის მანძილზე, ქუჩის უზარმაზარ პარადს მოქმედი პრეზიდენტის, რაულ კასტროს ქალიშვილი მარიელა კასტრო უძღვება. 2013 წელს, ჩილეში, დღის აღსანიშნავად, სანტიაგოს ქუჩებში 50 000 ადამიანი გამოვიდა.

2013 წლის 17 მაისს, საქართველოში, თბილისში, ლგბტ წარმომადგენლების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი მსვლელობა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და საპირისპირო აქციის მონაწილეებმა დაარბიეს.

2014 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge