png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 3 სოციალური საწარმო დაფინანსდა

  • ეკონომიკა
  • 10.05.2021
  • 16:04
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 3 სოციალური საწარმო დაფინანსდა

საქართველოს ბანკი სოციალური მისიის მქონე პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე მეხუთედ, ბანკმა 3 გამორჩეული სოციალური საწარმოს იდეა გამოავლინა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული თითოეული პროექტი სამომავლო განვითარებისთვის ბანკისგან 50 000 ლარამდე გრანტს მიიღებს.

გამარჯვებულ პროექტებს შორის არიან: პირველი ქართული ეკო მეგობრული, მწვანე, USB სადენი „ტენე“; ბიოფიჭის მდგრადი სოციალური საწარმო და ქართული მუსიკალური სექტორის მულტიმედიური პლატფორმა „Basement“. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მისია გამოარჩევს.

„ტენე“ სადენის დასამზადებლად მეორადი პლასტმასის ბოთლების სახურავებს იყენებს, რომელიც გარემოს აბინძურებს და ეკო სისტემას საფრთხის წინაშე აყენებს. შესაბამისად, მათი მიზანი გარემოს დაცვა და ენერგიის დაზოგვაა.

ბიოფიჭის მდგრადი სოციალური საწარმო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ბიომეფუტკრეობის და ზოგადად ქართული წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. რაც შეეხება „Basement“-ს, ის ქართული ალტერნატიული მუსიკის პლატფორმაა და დამოუკიდებელი მუსიკის, სცენის, მისი მონაწილეებისა და ტენდენციების შესახებ აერთიანებს ინფორმაციას, რათა დაცული და ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მუსიკალური მემკვიდრეობა.

„სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ საწარმოების განვითარებაში, რომლებიც სოციალური მისიით გამოირჩევიან და მიზნად უფრო ინკლუზიური, ეკომეგობრული და გენდერულად თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავენ. გვსურს მეტ მსგავს ინიციატივას დავუჭიროთ მხარი, რათა ხელი შევუწყოთ სოციალური მეწარმეობის განვითარებას და სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებას. ჩვენ ბანკში გვჯერა, რომ ჩვენი, საუკეთესო გადაწყვეტილებაა, წავახალისოთ მსგავსი ინიციატივები. ამიტომაც არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ უფრო მეტი ადამიანის, სფეროს, თუ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი სოციალური საწარმოების პროექტებს 2017 წლიდან უჭერს მხარს. ამ დრომდე, ჯამში 15 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 650 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge