png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კოჯორი-სამადლოს დაზიანებული გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 31.01.2016
  • 11:13
კოჯორი-სამადლოს დაზიანებული გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, კოჯორი-სამადლოს დაზიანებული გზის მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

კოჯორი-სამადლოს გზის (6,4კმ) მონაკვეთის რეაბილიტაციის აუცილებლობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:  მათ შორის, 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიური მოვლენების, კერძოდ წყნეთი-ბეთანიის გზის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ,  მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისი-კოჯორის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის ნაკადი, ასევე  მწყობრიდან არის  გამოსული წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობები, ჩამონაშალებისგან კი შევიწროვებულია გზის მონაკვეთები, შესაბამისად გზის  საექსპლუატაციო მდგომარეობა ამ დროისთვის არადამაკმაყოფილებელია და დაზიანებული გზა კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე მიმდინარეობს 3 საყრდენი კედლის, 16 სანიაღვრე მილის, წყალმიმღები ჭების და კიუვეტების მშენებლობა.

გზის ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით გაგანიერდება და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროექტი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი საინჟინრო ნაგებობებია, რასთან დაკავშირებითაც სამუშოები ახლა მიმდინარეობს. ამინდების გაუმჯობესების შემდეგ კი  გაზაფხულზე,   გზის საფარი დაიგება.

„მთლიანად კაპიტალურად 6 კილომეტრიანი გზა კეთდება. ასევე კეთდება  16 საინჟინრო ნაგებობა, რომელიც ამ გზის სხვადასხვა მონაკვეთებზეა განთავსებული. მათ შორის არის მილები, რაც წყალს აარიდებს გზას და შესაბამისად უფრო უსაფრთხო იქნება, ასევე შენდება დამცავი კედლები,  რათა გზა ცალკეულ მონაკვეთებში უფრო მეტად გაფართოვდეს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „ჯი არ ჯი“ აწარმოებს. პროექტი 2015 წლის 23 დეკემბერს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდება.  აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 025 000 ლარამდე დაიხარჯება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge