png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ილია მეორე: აფხაზებო, მოდით ჩვენთან

  • საზოგადოება
  • 27.09.2015
  • 15:29
ილია მეორე: აფხაზებო, მოდით ჩვენთან

აფხაზეთის ომში დაღუპულების სულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა სამების ტაძარში დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.ქადაგების დროს ილია მეორემ 22 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და ქართველბსა და აფხაზებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. ტაძარში შეკრებილებს პატრიარქმა დღევანდელი დღესასწაული - ჯვართამაღლებაც მიულოცა.

"მინდა გაგახსენოთ, რომ 11 წელი მე ვიყავი აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. სიკეთისა და სიყვარულის მეტი მე იქ არაფერი მინახავს. მოგმართავთ ყველას, აფხაზებს, ქართველებს, შეერთდით. აფხაზებო, მოდით ჩვენთან, ქართველები მოვიდნენ თქვენთან და ერთად ვიტიროთ ჩვენი მიცვალებულები. მწუხარება და სიხარული, როგორც ტყუპი ძმები, ერთად დადიან. დღეს მწუხარების დღეც არის და სიხარულისაც. დღეს არის ჯვართამაღლება და დღეს არის დიდი მწუხარება, აფხაზეთის ტრაგედია. აფხაზეთი ეს არის ჩვენი ტკივილი, აფხაზეთი ეს არის ჩვენი იმედი, აფხაზეთი ეს არის ერთიანი საქართველო. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს აფხაზეთში დაცემული ჟიული შარტავა, იგივე დავითი და სხვა გმირები. მაგრამ ამავე დროს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხონოს დაცემული აფხაზები და სხვა ერების წარმომადგენლები. ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ტრაგედია და ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის - ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, რუსებისთვის და სხვა ერებისთვის,"- აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge