png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

52-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში გადასროლისწინა სწავლების შუალედური შეფასება დაასრულა

  • თავდაცვა
  • 29.01.2016
  • 12:06
 52-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში გადასროლისწინა სწავლების შუალედური შეფასება დაასრულა

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში გადასროლისწინა სწავლების შუალედური შეფასება დაასრულა. ბატალიონის საჩვენებელ სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია დაესწრნენ.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მიმავალი ქართული ბატალიონის მოქმედებების შეფასება, სამი კვირის განმავლობაში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ საწვრთნელ ბაზა „ალგეთზე“ მიმდინარეობდა. დაკვირვების პროცესს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ქვეითი ბატალიონების შეფასების ცენტრი და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა „საქართველოს ტრენინგ ჯგუფი“ ერთობლივად ახორციელებდნენ.

52-ე ბატალიონი ამოცანაზე ორიენტირებულ დავალებაში შეფასდა. სამი კვირის განმავლობაში დანაყოფმა ათეულის, ოცეულის, ასეულის და ბატალიონის საველე სავარჯიშოები გაიარა. V მსუბუქი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ასევე გაიარეს შეტევითი, თავდაცვითი, მობილურობის, წმენდის და სტაბილურობის ოპერაციები. 

სწავლებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. მომავალი მსახიობები ადგილობრივი მოსახლეობის როლს ასრულებდნენ, რაც ქართველ სამხედროებს საშუალებას აძლევდათ სწავლება მაქსიმალურად რეალურ გარემოში გაევლოთ.

დამკვირვებელთა ჯგუფის შუალედური დასკვნით ქვედანაყოფი დადებითად შეფასდა და მზად არის, გაემგზავროს „აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში“ (JMRC) გერმანიაში. ამერიკულ ბაზა ჰოჰენფელსში ერთთვიანი დასკვნითი შეფასების შემდეგ 52-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონს მიეცემა უფლება, გაემგზავროს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge