png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ტურისტები შემოიტანენ უცხოურ ვალუტას, რაც მნიშვნელოვანია ლარის დასტაბილურებისთვის - ნათია თურნავა

  • ეკონომიკა
  • 31.03.2021
  • 19:43
ტურისტები შემოიტანენ უცხოურ ვალუტას, რაც მნიშვნელოვანია ლარის დასტაბილურებისთვის - ნათია თურნავა

ტურისტები შემოიტანენ უცხოურ ვალუტას, რაც მნიშვნელოვანია ლარის დასტაბილურებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

განცხადებით, ლარის კურსზე ნეგატიურ მოლოდინებთან ერთად, პოლიტიკური პროცესის არასტაბილურობაც მოქმედებს.

"ეროვნული ვალუტა ისეთი საკითხია, რომელიც ბიზნესსაც აწუხებს და ნებისმიერ ჩვენგანსაც. ეს საკითხი თითოეულის ჯიბეს ეხება. აქ არის ორგვარი მიდგომა, ერთი – მოკლევადიანი ღონისძიებები, რაშიც ეროვნული ბანკია და ფინანსთა სამინისტროა ჩართული და რომელიც გამოიხატება მასტაბილიზირებელი ინტერვენციებით; მეორე – საშუალოვადიანი გეგმა, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროა ჩართული. ეს არის მეტი ინვესტიციის მოზიდვა ქვეყანაში, ეს არის უცხოური ვალუტის შემოდინების და არა გადინების წყარო, ეს არის მეტი ადგილობრივი წარმოების განვითარება, მათ შორის ენერგეტიკაში, ეს არის ტურიზმის დროული აღდგენა. აქ ვამბობთ, რომ ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სახმელეთო საზღვრების უსაფრთხოდ გახსნა მალე შევძლოთ, ტურისტები შემოიტანენ უცხოურ ვალუტას, რაც მნიშვნელოვანია ფულად ბაზარზე ლარის დასტაბილურებისთვის. ჩვენ ვალდებული ვართ, სწრაფად განვახორციელოთ ყველა აუცილებელი ზომა, რათა მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნეგატიურ მოლოდინებს. პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციის კვალობაზე, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ნეგატიური წნეხი ეროვნულ ვალუტაზეც მოიხსნება", - განაცხადა ნათია თურავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge