png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დიმიტრი ხუნდაძე მიმართავს რუსთავი 2-ს, არ გაუშვან ეთერში ბავშვთა სუიციდის შესახებ მომზადებული გადაცემა

  • საზოგადოება
  • 28.01.2016
  • 11:44
დიმიტრი ხუნდაძე მიმართავს რუსთავი 2-ს, არ გაუშვან ეთერში ბავშვთა სუიციდის შესახებ მომზადებული გადაცემა

დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით გადის მაია ასათიანის გადაცემა ბავშვთა სუიციდის შესახებ. ამის თაობაზე პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და თხოვნით მიმართავს რუსთავი 2-ს, არ გაუშვან ეთერში ბავშვთა სუიციდის შესახებ მომზადებული გადაცემა.

„მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება მედიასაშუალებით სუიციდის ფაქტების გაშუქებასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვის წინ კომიტეტთან შევქმენით სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც შედიან ცნობილი ჟურნალისტებიც. დღეს  მედიასაშუალებებით სუიციდის ფაქტების გაშუქების რაოდენობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. აქ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ: - პირველი, სუიციდის შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ, ხშირია ჩვენს ქვეყანაში და მეორე, თავად ამ შემთხვევების მედია საშუალებებით გაშუქების საგანგაშო მდგომარეობა. ეს არის ადამიანის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც საინფორმაციო პროპაგანდის შედეგად შესაძლოა დასაშვები და მაპროვოცირებელი გახდეს სხვისთვისაც. ასევე, ეს განსაკუთრებით დამთრგუნველია მსმენელისთვის. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მედიასაშუალებები ვერ მოაგვარებენ, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა მიმართულებით, მაგრამ, მედია როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქნელი ყველაზე მძლავრი საშუალება, ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერებაში ამ ფაქტის დაშვებადობას.

ეს არ არის კრიმინალი, რომელიც შეიძლება შესაბამისი უწყებების არაკომპეტენტურობის გამო ხდებოდეს ქვეყანაში და ამაში ბრალი დავსდოთ ვინმეს. ეს არის განსაკუთრებული ფსიქიკური შემთხვევა, რომლისგანაც არავინ არ არის დაზღვეული არც ერთი ქვეყანა. ჩვენ ეს სიმშვიდის უფლებას არ გვაძლევს და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებით გატარდეს შესაბამისი ღონისძიება, მათ შორის, მედია საშუალებებით სუიციდის ფაქტების ფართომასშტაბიანი პროპაგანდის შეზღუდვა.  

სწორედ ამ თხოვნით მივმართეთ მედიასაშუალებებს რამდენჯერმე, მაგრამ უშედეგოდ. უფრო მეტიც, დღეს მომზადებულია გადაცემა ბავშვთა სუიციდის შესახებ, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

მივმართავ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას, დაიცვან ბავშვთა უფლებები და ნუ გამოიყენებენ ამ თემას საკუთარი პიარისთვის. ნებისმიერი პიროვნება, ჟურნალისტია ეს თუ პოლიტიკოსი, სახელმწიფოს  და მოქალაქეების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ მივისწრაფით ევროპული ღირებულებებისკენ და უმთავრესი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს, მითუმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge