png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

500 Startups-ის მეორე ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია

  • ეკონომიკა
  • 12.03.2021
  • 12:43
 500 Startups-ის მეორე ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ი, წარმატებით აგრძელებს სააქსელერაციო პროგრამას. 11 მარტს გამართული დემო დღის ფარგლებში, პროექტის ფინალისტებმა საკუთარი სტარტაპები ინვესტორებს წარუდგინეს. დღის ბოლოს კი ის ორი გამარჯვებული: PAYZE და Agrolabs გამოვლინდა, რომლებიც Silicon Valley Immersion-ში მონაწილეობისთვის სან-ფრანცისკოში გაემგზავრებიან.

 

ღონისძიებაზე ის 10 კომპანია იყო წარმოდგენილი, რომელიც 140-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეირჩა და აქსელერაციის 3 რთული ეტაპი წარმატებით გაიარა. ესენია: Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me. ამ კომპანიებმა, პროექტის ფარგლებში, საკუთარი იდეების დახვეწაზე, მსოფლიო რანგის მენტორებთან ერთად იმუშავეს, ხოლო მათგან 5-მა სტარტაპმა: PAYZE, Kvalifika, YouTravel.me, Agrolabs, Corebook, საქართველოს ბანკისგან დამატებითი ინვესტიცია მოიპოვა.

"მოხარული ვართ, რომ მსოფლიოში მოწინავე ბიზნეს აქსელერატორი წარმატებით აგრძელებს საქართველოში ოპერირებას. პროექტის ფარგლებში არაერთ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი იდეების დახვეწაზე მაღალკვალიფიციურ, საერთაშორისო მენტორებთან ერთად ემუშავა. უკვე პროგრამის მეორე ნაკადის გამარჯვებული სტარტაპები გამოვლინდნენ, რომლებიც საკუთარი საქმიანობის გასავითარებლად სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე გაემგზავრებიან. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის ყველა მონაწილეს. გვჯერა, რომ 500 Georgia-მ უკვე მნიშვნელოვანი როლს ითამაშა როგორც ქართული კომპანიების, ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, 500 Georgia-ს პირველ ნაკადში მონაწილე კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 16.5 მლნ ლარს შეადგენს, მათგან 2 გამარჯვებული, Cardeal-ს და Cargon-ს წელს სილიკონ ველიზე გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. 

500 Startups-ი ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge