png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

11 წლის გერთან სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მამინაცვალი დააკავეს

  • სამართალი
  • 12.03.2021
  • 11:18
11 წლის გერთან სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მამინაცვალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული დ.მ. ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის არასრულწლოვანი შვილის - 2010 წელს დაბადებული ნ.გ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ასევე დადგინდა, რომ დ.მ. აღნიშნულ ქმედებას თავისი არასრულწლოვანი გერის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა.

მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ოზურგეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და სამართალდამცველებმა დ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის - მეუფე იობი
  • 16:05
პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის - მეუფე იობი
სუროგაცია სრულად იკრძალება.  საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია -  ირაკლი კირცხალია
  • 14:57
სუროგაცია სრულად იკრძალება. საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია - ირაკლი კირცხალია
ნატო პოლონეთის ტერიტორიის თითოეულ გოჯს დაიცავს - მარკ რუტე
  • 10:56
ნატო პოლონეთის ტერიტორიის თითოეულ გოჯს დაიცავს - მარკ რუტე
მერაბ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე ხარ - ლევან ჯობავას ღია წერილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:52
მერაბ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე ხარ - ლევან ჯობავას ღია წერილი მერაბ დვალიშვილს
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა
  • 10:47
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
  • 01:23
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  • 01:05
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის,  მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
  • 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge