png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ბერლინალეზე ალექსანდრე კობერიძის ფილმს ფიპრესის ჯილდო გადაეცა

  • კულტურა
  • 05.03.2021
  • 16:41
ბერლინალეზე ალექსანდრე კობერიძის ფილმს ფიპრესის ჯილდო გადაეცა

5 მარტს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულების გამოვლენამდე რამდენიმე წუთით ადრე, კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ (ფიპრესი) მისი რჩეული ფილმები 4 სექციაში დაასახელა.

მთავარ კონკურსში ფიპრესის ჯილდო გადაეცა ალექსანდრე კობერიძის ფილმს "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ".

ფილმის ჩვენება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1 და 3 მარტს შედგა და მას არაერთმა გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ შესანიშნავი რეცენზიები მიუძღვნა. მათ შორის იყვენ: Screen International, Variety, IndieWire, Deadline და სხვ.

მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს "უძინართა მზე" ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე "ვერცხლის დათვი" გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა. თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ კი ბერლინალეს მთავარ სელექციაში ალექსანდრე კობერიძის ფილმი "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ" იყო წარმოდგენილი. იგი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ზაფხულის გამოშვება ივნისის თვეში გაიმართება, რომელიც უფრო ფართო მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი. ასევე ივნისში შედგება გამარჯვებულების საზეიმო დაჯიდლოვება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge