png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

უკვე გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადებიც - ნათია თურნავა

  • ეკონომიკა
  • 04.03.2021
  • 14:17
უკვე გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადებიც - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ირვეი ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადები ჩამოდის, რაც სასიხარულო ინფორმაციაა. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ასევე, სასიხარულო ინფორმაციაა, რომ უკვე გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადებიც. კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია "არკია" შეასრულებს სამ ტურისტულ ჩარტერულ რეისს, 19, 22 და 26 მარტს თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით. ეს არის შემსუბუქების პირველი შედეგი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ ბრიფინგზე რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ არსებულ დინამიკაზეც ისაუბრა.

"მინდა, ჩვენს მოსახლეობას გარკვეულწილად პატარა ანგარიში ჩავაბარო. მოგეხსენებათ, პირველი თებერვლიდან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გავაუქმეთ და მოვხსენოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე, კერძოდ, რეგულარულ ფრენებზე. დღესდღეობით გვაქვს შემდეგი სურათი, რომ თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა კვირაში ორი სიხშირით, "ფლაი დუბაიმ" კვირაში ოთხი სიხშირით, "ეარ არაბიამ" კვირაში ორი სიხშირით, ხოლო მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება ავიაკომპანია "ბუტა ერვეისი", ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით. ეს არის დაბალბიუჯეტიანი ავაკომპანია. ასევე, იფრენენ "ეარასტანა" და ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ფლაი არისტანი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge