png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

27 იანვარს მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

  • კულტურა
  • 26.01.2016
  • 17:28
27 იანვარს მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

27 იანვარს, 19:00 საათზე - მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიება საქართველოს ხელოვნების აკადემიის და საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის ორგანიზებით,  თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება. 

კონკურსი 20 იანვარს დაიწყო მოცარტის 260 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და იგი გამოჩენილი ქართველი მუსიკოსების, ვალერიან შიუკაშვილისა და თამარ ლიჩელის კონცერტით გაიხსნა.

კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასვა რეგიონიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ნიჭიერი ბავშვები - თურქეთი (სტამბოლი, ადანა, ანტალია), რუსეთი (მოსკოვი), ყაზახეთი და უკრაინა.

კონკურსი ორ ტურად ტარდება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 6-დან 25 წლის ჩათვლით და მონაწილეებისთვის დაწესებულია პრემიები და პრიზები:

1. საქარველოს უნივერსიტეტის პრიზი 500 აშშ დოლარი. 2. ამერიკისა და ევროპის კონკურსების ფედერაცია - 2000 აშშ დოლარიანი სასწავლო ვაუჩერი. 3. ქ. თბილისის მერიის პრიზი. 4. ხელოვნების აკადემიის ერთ წლიანი სწავლის დაფინანსება.

2016 წელს კონკურსის ჟიურის წევრები არიან:

თამარა პადუბნაია  - ამერიკის კონსერვატორიის პროფესორი (ამერიკა)

ვეკა სვანიძე - თბილისი ნიჭიერთა ათწლედის დამსახურებული პედაგოგი (თბილისი)

ირინა ხერჟი - ბათუმის კონსერვატორიის პროფესორი (საქართველო-ბათუმი)

ლედა კანკავა - ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სკოლის (საქართველო-ქუთაისი) დამსახურებული პედაგოგი

ლიკა ჩხეიძე- მე-6 მუსიკალური სკოლის დირექტორი (საქართველო-თბილისი)

გიორგი ცაგარელი - საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი (გერმანია- საქართველო)

გიორგი შამანაური - საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ეროვნული მუსიკალური ცენტრის სოლისტი  (საქართველო-თბილისი)

ვალერიან შიუკაშვილი - ხელოვნების აკადემიის რექტორი (საქართველო-თბილისი)

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge