png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ფოსტის სერვისი - "სახლიდან სახლში"

  • ეკონომიკა
  • 24.02.2021
  • 10:03
საქართველოს ფოსტის სერვისი - "სახლიდან სახლში"

 „საქართველოს ფოსტამ“ ეპიდემიოლოგიურ პირობებში საფოსტო/საკურიერო მომსახურების უწყვეტად მიწოდების მიზნით და ასევე, მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად სერვისი „სახლიდან სახლში“ შექმნა.

 „სახლიდან სახლში“ სერვისის დახმარებით მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი ტიპის გზავნილის სახლიდან გაუსვლელად გაგზავნა მთელი საქართველოს მასშტაბით. მომსახურების მიღება შესაძლებელია სატელეფონო კომუნიკაციით ნომერზე (+995 32 224 09 09) ან შევსებული განაცხადის ფორმა (ფორმა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე gpost.ge) განმცხადებელმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლთან/ფოტოსთან ერთად გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე services@gpost.ge. „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელი მიიღებს შეკვეთას, რომლის საფუძველზეც კურიერი განახორციელებს აღნიშნული შეკვეთის შესრულებას, კერძოდ, მიაკითხავს გზავნილს მისამართზე და უზრუნველყოფს გზავნილის შესაბამისი ადრესატისთვის გადაცემას.

სერვისით სარგებლობა შეუძლია სრულწლოვან ფიზიკურ პირს, ასევე, იურიდიულ პირს, მიუხედავად იმისა გაფორმებული აქვს თუ არა მას ხელშეკრულება „საქართველოს ფოსტსთან“. ამასთანავე, გზავნილის ადრესატი შესაძლებელია იყოს  როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი.

გზავნილის შიგთავსი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი საგანი, თუ მისი გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებსა და „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილ წესებს.

გზავნილის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 15 კგ - ს, ხოლო ზომა არ უნდა აჭარბებდეს 1მ./1მ./1მ. გზავნილის ღირებულება გამოითვლება მისი წონის მიხედვით. გზავნილის გაგზავნის ღირებულების გადახდა შესაძლებელია როგორც მისი გაგზავნისას - გამგზავნის მიერ, ასევე, ადრესატის მიერ - გზავნილის მისთვის ჩაბარებისას.

 „საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის-ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge