png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში - ჯუანშერ ბურჭულაძე

  • თავდაცვა
  • 21.02.2021
  • 18:37
გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში - ჯუანშერ ბურჭულაძე

საპარლამენტო კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება ნატოსთან დაახლოებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან დაახლოება შეუქცევადი პროცესია, რომელიც ერთგული საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელდება; 2020 წელს დამტკიცებული განახლებული არსებითი პაკეტის ვალდებულებების შესრულება კი, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს:

"გაგრძელდება მოქმედება „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“. ამ მიზნით, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან აღსრულებას გავაგრძელებთ. განახლების პროცესის შედეგად, 2 ინიციატივის, ლოჯისტიკური შესაძლებლობებისა და სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის დასრულება და 3 ახალი ინიციატივის დამატება მოხდა. ჩამოვაყალიბეთ ახალი სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის მართვის დეპარტამენტი, რომელიც ნატოს სტანდარტებისა და კოდების მინიჭების ინტეგრაციას უზრუნველყოფს".

ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოს წარმომდგენლების წინაშე საერთაშორისო სამხედრო სწავლებების ჩატარებისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ქართველი სამხედროების ჩართულობის როლზეც ისაუბრა.

როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველო მაქსიმალურად ცდილობს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის დაწესებული ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლის თანახმად სამხედრო დანახარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების მხარდაჭერით, ეს პოლიტიკა აუცილებლად აღსრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge