png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თბილისში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სტატისტიკის კომიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან

  • ეკონომიკა
  • 26.01.2016
  • 13:36
თბილისში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სტატისტიკის კომიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან

25-27 იანვარს საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მრჩეველთა ტექნიკური საბჭოს მე-5 სხდომასა და სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტის მე-16 შეხვედრას მასპინძლობს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ექსპერტები სტატისტიკის დარგში.

საქართველოში იმყოფება აგრეთვე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მარსიო ფავია, რომელიც საქმიან შეხვედრებს გამართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან და სამინისტროს სსიპ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან.

სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტი   12 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის ავსტრიას, ესპანეთს, ბრაზილიას, ჩილეს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ საქართველო მეორე ვადით იქნა არჩეული ხსენებული კომიტეტის წევრად. გასულ პერიოდში ჩვენს ქვეყანას აღნიშნულ კომიტეტში ვიცე-პრეზიდენტის პოსტიც ეკავა, წელს კი მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია უკვე ღონისძიების საქართველოში ჩატარებით აღინიშნა.

ხსენებული კომიტეტის წევრობა და მოცემული შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ტურიზმის სტატისტიკის წარმოების დახვეწის, საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვის კუთხით.

გარდა ამ სხდომისა, საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით წელს კიდევ ერთი მასშტაბურ ღონისძიება ჩატარდება. შემოდგომაზე საქართველო უმასპინძლებს ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას, რაც კიდევ უფრო წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს ტურისტულ პოტენციალს.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge