png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული კომპანია პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს

  • ეკონომიკა
  • 19.02.2021
  • 11:58
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული კომპანია პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს

საქართველოს ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი, ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მრავალწლიანი    ურთიერთობა წარმატებით გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია საქართველოში მიმდინარე და დასრულებული პროექტების პარალელურად პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მიმდინარე პროექტით ერევანში  ხიდს აშენებს. 

 

პროექტის ჯამური ღირებულება 13 მლნ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მხრიდან გაცემული ფინანსური რესურსი კი  7,5 მლნ აშშ დოლარია. პროექტი 2021 წელს დასრულდება და მასში უკვე 30  ადამიანია დასაქმებული. კომპანია  ჯამში 250 ადამიანს ასაქმებს. 

„მოხარული ვართ, რომ გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ და საქართველოს ბანკმა არერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების, მიდგომების დანერგვას და ქართულ ბაზარზე წამყვან კომპანიად რჩევა. ამასთან, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება  მას აძლევს შესაძლებლობას,  როგორც საერთაშორისო კომპანია, ჩაერთოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროექტებში.   გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას ამ საქმეში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გვერდით დგომას, რადგან გვჯერა რომ ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გზების მშენებლობის სფეროში საქართველოში ერთერთი მსხვილი კომპანიაა. ის 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წელში დარგის ერთერთ ლიდერად იქცა. კომპანიას აქვს საკუთარი ქარხანა და თავადვე აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ბეტონსა და მაღალი ხარისხის ქვიშა-ღორღს. წარმოების ხარისხის კონტროლი ულტრათანმედროვე მოწყობილობებითა და მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით ხორციელდება. ბეტონის ხარისხი მოწმდება როგორც ადგილზე, ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე მიწოდების ადგილზე - იტალიური მობილური ლაბორატორიის Controls-ის მეშვეობით. წარმოების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაციაც, რომელთა მომზადება განხორციელდა გერმანული კომპანიების Strabag, Heilit-Woerner-ის მიერ. კომპანიას განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორიცაა: სატრანსპორტო კვანძები გმირთა მოედანზე; აეროდრომის ასაფრენ დასაფრენი ბილიკი მესტიაში; ანაკლია განმუხურის ხის საფეხმავლო  ხიდი მდინარე ენგურზე; ჰესის მშენებლობა მუხურში; 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია; ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა და სხვა პროექტები. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge