png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

განახლებული Porsche Panamera საქართველოშია

  • ეკონომიკა
  • 18.02.2021
  • 13:01
 განახლებული Porsche Panamera საქართველოშია

პორშეს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, "პორშე ცენტრი თბილისმა" განახლებული პორშე პანამერას ონლაინ-პრეზენტაცია გამართა. ექსკლუზიური სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა ბრენდმა ბიზნეს კლასის 4-კარიანი სედანის მეორე თაობა 2021 წლისთვის განაახლა და პანამერას ახალი ვერსია უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია.

 

ახალი პანამერას პრეზენტაცია ონლაინ-რეჟიმში გაიმართა, პროექტი საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში SOLO და WM საკუთარ მომხმარებლებს ახალი Porsche Panamera-ს შეძენას განსაკუთრებული პირობით, 10%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.

ავტომობილის პრემიერა "პორშე ცენტრი თბილისის" ფეისბუქის გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რომელიც საზოგადოებას პორშეს წარმომადგენელმა პეტრე წაქაძემ და ცნობილმა ტელეწამყვანმა ლიკა ევგენიძემ წარუდგინეს. 

განახლების შემდეგ პანამერა კიდევ უფრო მეტად სპორტული, ელეგანტური და ექსკლუზიურია. სპორტული შესაძლებლობები, კომფორტი და დიზაინი - პანამერას წინა თაობასაც ეს ფაქტორები გამოარჩევდა, განახლებულ მოდელში კი მისმა ყველა უპირატესობამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია. პორშეს მიზანი ყოველთვის კლასში საუკეთესო ავტომობილების წარმოებაა, პანამერა კი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი განსაკუთრებული მაგალითია. ავტომობილმა ახლახან ნიურბურგინგის ლეგენდარულ ტრეკზე ახალი რეკორდიც დაამყარა.

"პორშე ცენტრი თბილისში" მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია პანამერას ყველა ვერსია. ონლაინ-პრეზენტაციაზე საზოგადოებამ Panamera 4 იხილა, თუმცა არჩევანი გაცილებით დიდია: Panamera GTS, Panamera Turbo S, რომელმაც Turbo-ვერსია ჩაანაცვლა და ასევე მოდელის Plug-in-ჰიბრიდული ვერსიებიც. მნიშვნელოვანი სიახლეა ჰიბრიდული ვერსია Panamera 4S E-Hybrid, რომლითაც პორშე აგრძელებს მოდელების ელექტრიფიცირების სტრატეგიას.

ახალი ელემენტების დამსახურებით ელექტროსვლის რესურსი 30 პროცენტით გაიზარდა. გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის ყოველი მეორე პორშე ქარხნიდან ჰიბრიდული ან მხოლოდ ელექტროამძრავით გამოვა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ პორშე ცენტი თბილსის წარმომადგენლებს: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; 591 280 280;

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge