png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა

  • თავდაცვა
  • 12.02.2021
  • 11:10
თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით, შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სპეციალური ოპერაციების ძალების პირადმა შემადგენლობამ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა მიიღო. საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს მრავალფუნქციური ტაქტიკური საიერიშო ჩანთები, ჯავშანფილები, სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული თანამედროვე ტაქტიკური ჯავშანჩაფხუტები, ხერხემლის მარეგულირებელი სისტემები, სპეცდანიშნულების მებრძოლის იარაღის შიდა და გარე ქამრები, ასევე Glok 17 პისტოლეტისა და M4-ის ტიპის ავტომატური შაშხანების ჩასადები მჭიდჩანთები გადაეცათ.
დღეს, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განკუთვნილი ახალი აღჭურვილობა პირადად დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეების მიერ ავტომატური შაშხანებიდან და პისტოლეტებიდან მიზანში სროლის სავარჯიშოებს დაესწრო.
თავდაცვის ძალების აღჭურვა თანამედროვე შეიარაღებით ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პოლიტიკის ნაწილია და მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას, ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge