png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ტექნოლოგიურ პარკში, ინოვატორებისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისი შეიქმნება

  • ეკონომიკა
  • 25.01.2016
  • 16:48
ტექნოლოგიურ პარკში, ინოვატორებისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისი შეიქმნება

საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში, ინოვატორებისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისი შეიქმნება, - გადაწყვეტილება კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს რიგით მეოთხე სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერის დავალების შესაბამისად, მოკლე  ვადებზე გაწერილ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ინოვაციების სააგენტო მომავალ კვირას, სამუშაო შეხვედრაზე წარადგენს.

გიორგი კვირიკაშვილმა საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, აქცენტი მოკლევადიან, ქმედით ნაბიჯებზე გადაიტანონ და ყველა სამუშაო შეხვედრა თუ სამოქმედო გეგმის განხილვა კონკრეტულ, მოკლე ვადებზე გაწერილი სტრატეგიებით დასრულდეს.

კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოში ინოვაციების მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად.

ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ფინანსური დახმარების შესაძლებლობებს  ინოვაციური ბიზნესის განსავითარებლად, რაც საქართველოში ახალი ინოვაციური საწარმოების შექმნას, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტების გამოშვებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და კონკურენტუნარიანი ბიზნესის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

გლობალური კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ქართული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ, სხდომაზე პრეზენტაცია გამართა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებათა დოქტორმა ჯორჯ კენეიმ. ჯორჯ კენეი ინსტიტუტში ინოვაციებისა და გამოყენებითი კვლევების კომერციალიზაციის პროცესში აქტიურად იყო ჩაბმული; არის NASA-ს  დაფინანსებით შექმნილი მასალების გადამუშავების ცენტრის თანადამფუძნებელი. ამჟამად ჯორჯ კენეი არის სამედიცინო ინოვაციების მიმართულებით მოღვაწე სტარტაპ კომპანიის EntraTympanic -ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge