png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფი დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს

  • საზოგადოება
  • 25.01.2016
  • 15:07
შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფი დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ დიდთოვლობასთან დაკავშირებით, ბათუმი-ქობულეთის უღელტეხილზე დაწესებულია შეზღუდვა გარკვეული ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის, კერძოდ, დიდი სატვირთო ავტომანქანებისთვის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მობილიზებული არიან და 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ გზებსა და მაგისტრალებზე.

აჭარის მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები ამ დროისთვის გახსნილია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. დიდთოვლობის გამო არც ერთი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები გასული ღამის განმავლობაში აჭარაში 72 გამოძახებაზე გავიდნენ, სადაც ოპერატიულად აღმოუჩინეს დახმარება ყინულზე მოცურებული ავტომანქანების მძღოლებს და ისინი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

მეორე დღეა გურიაში ინტენსიურად თოვს. მიუხედავად უხვი ნალექისა, სამტრედია-ლანჩხუთის საგზაო მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია. სამტრედია-ჩოხატაურის საგზაო მონაკვეთზე კი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება აკრძალულია. საჯავახოს უღელტეხილის შესასვლელთან ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს და ჩოხატაურის მიმართულებით მხოლოდ იმ ავტომანქანებს ატარებს, რომელიც ტექნიკურად გამართულია და თოვლში უსაფრთხოდ მოძრაობა შეუძლია.

გურიის მაღალმთიან რაიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, რაიონულ ცენტრს არც ერთი სოფელი მოწყვეტილი არ არის. სოფლებთან საავტომობილო გზით დაკავშირება შესაძლებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge