png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თენგიზ ფხალაძე პოლონეთში ევროპა-უკრაინის მე-9 ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

  • ეკონომიკა
  • 25.01.2016
  • 14:24
თენგიზ ფხალაძე პოლონეთში ევროპა-უკრაინის მე-9 ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე დღეს პოლონეთში  ევროპა-უკრაინის მეცხრე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო ურთიერთობათა მდივანი სიტყვით გამოვა სესიაზე - ხმელთაშუა, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების თანამშრომლობა: პერსპექტივები მრავალმხრივი თანამშრომლობისათვის.

თენგიზ ფხალაძე საერთო ევროპული განვითარებისა და კეთილდღეობის საკითხში შავი ზღვის რეგიონისა  და საქართველოს როლზე ისაუბრებს და ყურადღებას გაამახვილებს ერთიანი, მშვიდობიანი და წარმატებული ევროპის იდეის განხორციელებაზე.

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ასევე მონაწილეობას მიიღებს სესიაში: აღმოსავლეთ პარტნიორობა -  წარმატება თუ წარუმატებლობა?

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს განვითარება და კეთილდღეობა ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნები კიდევ უფრო მეტად ისარგებლებენ რეგიონთაშორისი  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სიკეთეებით.

„ამ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციის განვითარებით საქართველო კიდევ მეტი კონტრიბუციის შემტანი ხდება როგორც ევროპული თანამშრომლობის, ასევე სამეზობლო პოლიტიკის რეგიონული და სუბრეგიონული პროექტების განვითარებაში.           

 თანამშრომლობის განვითარების უმთავრეს დაბრკოლებას არსებული კონფლიქტები წარმოადგენს. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ყირიმის ანექსია, დნესტრისპირეთის კონფლიქტი ეს ყოველივე ხელს უშლის შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას.

ამიტომაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხები საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში უნდა გადაიჭრას.  რუსეთის კონფრონტაციულ პოლიტიკას ევროკავშირმა არამხოლოდ სანქციებით უნდა უპასუხოს, არამედ იმ პოზიტიური ნაბიჯებითაც, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ უნდა გადაიდგას. ეს კი გულისხმობს როგორც ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულებას, ასევე ინტეგრაციის ხარისხის ნაბიჯ-ნაბიჯ გაზრდას და ინტეგრაციის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge