png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რისიც გვწამს და მიგვაჩნია, რომ მართებულია, იმას ვაკეთებთ და არ გვეშინია ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასვლა - ელისაშვილი

  • პოლიტიკა
  • 02.02.2021
  • 17:45
რისიც გვწამს და მიგვაჩნია, რომ მართებულია, იმას ვაკეთებთ და არ გვეშინია ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასვლა - ელისაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილის პარლამენტში შესვლით "მოქალაქეებს" დანარჩენი ოპოზიციის და ოპოზიციის მხარდამჭერების ბულინგის არ ეშინია. - ამის შესახებ ელისაშვილმა "დღის კურიერში" განაცხადა, და დასძინა, რომ "მოქალაქეები მზად არიან "ქართულ ოცნებას" მწვავე ოპონირება გაუწიონ.

"პარლამენტში შესვლისთვის, ჩვენ არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოგვიწევს. ჩვენ რისიც გვწამს, გვჯერა და მიგვაჩნია, რომ მართებულია და სწორი, იმას ვაკეთებთ და არ გვეშინია ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასვლა. პოლიტიკურ ფასს კი არ ვიხდით, უბრალოდ, დანარჩენი ოპოზიციის გულანთებული მხარდამჭერები გვლანძღავენ. მგონი, ყველა მიხვდა იმას, რომ ჩვენ რეაქცია არ გვაქვს. რისიც გვჯერა ის თუ არ ვაკეთეთ, ერთმანეთს ვეუბნებოდით, რა გვინდა პოლიტიკაში. რთული გადაწყვეტილების მიღება თუ პოლიტიკოსს არ შეუძლია, აბა რისთვის არის პოლიტიკაში.

აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება რომ გადავწყვიტოთ, ჩემი, ლევანის და ჩვენი პარტიის ხელში რომ იყოს, რუსეთიდან პირდაპირი საფრთხის ქვეშ ხომ ვიქნებით, შესაბამისად, ბულინგის თუ გვეშინია დანარჩენ საკითხებზე, რისი მოგვარებაც გვინდა, როგორ გავიწევთ, როგორ გავბედოთ. ამიტომ ყველას ვაჩვენებთ, რომ ჩვენი რწმენის შესაბამისად ვაკეთებთ, დანარჩენს დრო გამოავლენს. კამათი "ქართულმა ოცნებამ" ამის შემდეგ ნახონ იმათ, ვინც რაღაცებს გვაბრალებს და ტალახს გვესვრის. შეხედეთ დანარჩენ ოპოზიციას, რას აკეთებენ? მთელი ორი თვეა სხედან სხვადასხვა სტუდიებში, გვწყევლიან და გვლანძღავენ, სხვა დღის წესრიგი უბრალოდ არ აქვთ”,-საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge