png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი - ჯაფარიძე "ქართულ ოცნებას"

  • პოლიტიკა
  • 02.02.2021
  • 13:42
ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი - ჯაფარიძე "ქართულ ოცნებას"

ანუ, თქვენ გეუბნებიან, გადასახადები უნდა წაგართვათ და ძალით უნდა ვტენოთ ადამიანს, რომელსაც არ უნდა ამ საქმის კეთებაო, - "გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი" ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებაზე თავის შეკავებასთან დაკავშირებით.

"ქართულმა ოცნებამ:

თქვენ რომ ხმა მიეცით ადამიანს, რომელმაც უარი თქვა მანდატზე რადგან დარწმუნებულია რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს შედეგები არ ასახავს ხალხის რეალურ ნებას - მაგას არ გავუშვებთ პარლამენტიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ ვაიძულებთ ჰქონდეს საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსიო

ანუ, თქვენ გეუბნებიან, გადასახადები უნდა წაგართვათ და ძალით უნდა ვტენოთ (მე არ ვიღებ, მაგრამ შინაარსი ამით არ იცვლება) ადამიანს, რომელსაც არ უნდა ამ საქმის კეთებაო (თუნდაც არასწორად იქცეოდეს)

პლიუს ძალით უნდა გამოვუყოთ და მოვაცდინოთ საოფისე ფართი, ავეჯი, ტექნიკა და ა.შ., მიუხედავად იმისა რომ აქ არ შემოდისო

ცხრაასორმცაექსვსჯერ თქვა არ შემოვდივარო, განცხადებაც დაწერა ერთი თვის წინ, რამდენიმე დღის წინ გადავურეკეთ, გავაფრთხილეთ რომ საუბარს ვიწერდით და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა რომ არ აპირებს აქ მუშაობასო

მაგრამ მაინც არ გავუშვებთო

ოღონდ ეს სიგიჟე ასე აღგიწერეს თქვენ:

‘საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს, კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს’

ქართული ოცნება / Georgian Dream

მადლობა. ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი. ყველაფერს", - წერს ჯაფარიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge