png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დავრწმუნდი, რომ ივერი მელაშვილი შეგნებულად ჩადიოდა დანაშაულს - სოზარ სუბარი

  • პოლიტიკა
  • 29.01.2021
  • 19:07
დავრწმუნდი, რომ ივერი მელაშვილი შეგნებულად ჩადიოდა დანაშაულს - სოზარ სუბარი

დავრწმუნდი, რომ ივერი მელაშვილი შეგნებულად ჩადიოდა იმ სავარაუდო დანაშაულს, რომელზეც ბრალი აქვს წარდგენილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა დღის კურიერთან საუბრისას განაცხადა.

მელაშვილმა 28 ნოემბერს ტვ პირველის ეთერში გარეჯაზე საუბრისას განაცხადა, რომ როდესაც მოლაპარაკებას აწარმოებ, ეტაპობრივად მიყვები საკითხს და უცებ თემის აჟიტირებას ახდენ, ამით საქმეს გაფუჭებ: "წარმოიდგინეთ, როგორ მოხდა აჟიტირება. სადღაც რაღაც გვაქვს და არიქა ჩვენია. კი არ ეუბნები, რომ მოდი ვიმსჯელოთ, არა, ჩვენია და გინდა თუ არა... ეს გაფუჭებაა. მოლაპარაკებისას რაღაცა ეტაპიდან მიყვები და თანხმდები, როდესაც ხაზს უსვამ და ამბობ, რომ ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. არ არის სწორი, არ დაგითმობს არასდროს. ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას", - განაცხადა მელაშვილმა.

სუბარის თქმით, მელაშვილი თავისი განცხადებებით აღიარებს, რომ საქართველოს ძირძველი ტერიტორია მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა სხვა ქვეყანას გადასცა.

"გულწრფელად გეტყვით, სანამ გუშინ ივერი მელაშვილს მოვუსმენდი მეგონა, რომ ეს ადამიანი უბრალოდ ბრძანებების შემსრულებელი იყო, მართალია, მელაშვილს დანაშაული ჩადენილი ქონდა, მაგრამ იყო მსხვერპლი. წუხელის დავრწმუნდი, რომ ის შეგნებულად ჩადიოდა იმ სავარაუდო დანაშაულს, რომელზეც ბრალი აქვს წარდგენილი. რაც მან ილაპარაკა წუხელის, არის გამაოგნებელი და გაოგნებული ვარ. თუნდაც იმისთვის ღირდა ამ ადამიანის დროებით გარეთ გამოშვება, დროებით ვამბობ სასამართლოს დასრულებამდე, რომ წუხელ მისი პირით გაკეთებული აღიარება მოგვესმინა", - აცხადებს სუბარი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge