png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

  • თავდაცვა
  • 25.01.2021
  • 17:00
ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და მიმდინარე წლის გეგმებზე იმსჯელეს.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ის შორის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი როგორიც დღეს. ამ პროცესში ირაკლი ღარიბაშვილმა კელი დეგნანის მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა აშშ-ის ელჩს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ 2021 წელს და მომდევნო წლებში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, შეიარაღების მოდერნიზაცია, საჰაერო თავდაცვისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების, ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა აქტიურად გაგრძელდება.

2021 წელს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებით დასრულებაზე, დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე, სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებაზე, საქართველოში დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ერთობლივ მონაწილეობაზე გამახვილდება. აშშ-ის ელჩმა საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge