png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ოთარ დენელიამ და ზაურ ფუტკარაძემ ახლადაშენებული ღვინის სახლი დაათვალიერეს

  • ეკონომიკა
  • 23.01.2016
  • 12:06
ოთარ დენელიამ და ზაურ ფუტკარაძემ  ახლადაშენებული ღვინის სახლი დაათვალიერეს

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და რეგიონში აგრობიზნესის განვითარების მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ღვინის სახლი გაიხსნება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა) იპ აგროსერვისცენტრის ბაზეზე აშენებული ღვინის სახლი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ დაათვალიერეს.

,,ღვინის სახლი უახლოეს მომავალში გაიხსნება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ ღვინის სახლის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აგროსერვისცენტრის ტერიტორიაზე არსებულ მეურნეობაში გაშენებულ ვაზის უნიკალურ სახეობებს, რომლებიც წლების მანძილზე გავრცელებული იყო აჭარის რეგიონში“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

აგროსერვისცენტრის ბაზაზე გახსნილ ქართული ღვინის სახლში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ღვინის წარმოების ტრადიციებს, ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინო. ღვინის სახლში განთავსებულია ღვინოსა და მასთან დაკავშირებული რეწვის ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ენოთეკა და ეთნოგრაფიული კუთხე.

რეგიონში აგრობიზნესის და აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის სახლში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, მცირე ფერმერული და საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინისა და კვების პროდუქტების გამოფენებიც მოეწყობა. ღვინის სახლში განთავსებულ ტექნოლოგიურ საწარმოში ადგილობრივი ფერმერებისთვის ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით, ტრენინგების ჩატარებაც იგეგმება.

აჭარის აგროსერვისცენტრის ღვინის სახლს ტურისტული დანიშნულებაც ექნება. აქვე განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, სადაც აგროტურიზმით დაინტერესებულ პირებს აჭარის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge