png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს და საუბარს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე - ჯეიმს აპატურაი

  • პოლიტიკა
  • 20.01.2021
  • 12:34
მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს და საუბარს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე - ჯეიმს აპატურაი

2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი ბრიუსელში და შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირში მართლაც პოზიტიური გზავნილია საქართველოს მხრიდან და ჩვენი ურთიერთობების სიმტკიცეზე მიუთითებს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს. ჩვენ უამრავი საკითხი გვაქვს განსახილველი. ვიმსჯელებთ წლიურ ეროვნულ პროგრამაზე და გვექნება შესაძლებლობა სხვადასხვა ასპექტებზე და ნატო-საქართველოს თანამშრომლობა სიღრმისეულად განვიხილოთ. ახლახანს განვაახლეთ ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც ძალიან ბევრ პრაქტიკულ ელემენტს შეიცავს და სალომე ზურაბიშვილთან იმპლემენტაციის საკითხზეც ვიმსჯელებთ“, - განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტთან ასევე შედგება საუბარი რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. „გენერალური მდივანი და ნატოს ყველა წევრი ქვეყნის ელჩი საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და მუდმივად მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და სრულად შეასრულოს აღებული ვალდებულებები. ნატო გმობს ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას. ჩვენ ვიცით რა მძიმე მდგომარეობაა კონფლიქტის ზონებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ყოველდღიურად რა სირთულეების წინაშე დგანან იქ საქართველოს მოქალაქეები", - აღნიშნა "ქრონიკასთან" აპატურაიმ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge