png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სოტბის აუქციონზე ქართული ხელოვნება რუსული არტის სახელით იყიდება - თემო გოცაძე

  • კულტურა
  • 19.01.2021
  • 19:02
სოტბის აუქციონზე ქართული ხელოვნება რუსული არტის სახელით იყიდება - თემო გოცაძე

საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე სოციალურ ქსელში სოტბის აუქციონზე ქართული მხატვრობის რუსული არტის სახელით გაყიდვის მორიგ ფაქტს ეხმიანება. მისი განმარტებით, ფიროსმანიდან დაწყებული დღემდე ქართული ხელოვნება იყიდება, როგორც რუსული არტი.

„სოტბის აუქციონის ვებგვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ დეკემბერში გაიყიდა მერაბ აბრამიშვილის ორი ნამუშევარი. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართველი მხატვრები თანდათან იპყრობენ საერთაშორისო სააუქციონო სივრცეებს, მაგრამ გრძელდება ტენდენცია იმისა, რომ დაწყებული ფიროსმანიდან დღემდე ქართული ხელოვნება იყიდება რუსული არტის სახელით. ეს პრობლემა გრძელდება უკვე 30 წელია და სამწუხაროდ, სამინისტრო უმოქმედოა. მიმაჩნია, რომ 2 ორგანიზაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და კულტურის სამინისტრო ვალდებულია ჰქონდეს რეაქცია რუსეთის მსგავს ექსპანსიაზე. ეს არის კულტურის საერთაშორისო პოლიტიკა, სადაც რეალურად დღეს ვცხადდებით რუსულ ხელოვნებად!", -წერს თემო გოცაძე.

მსგავსი ფაქტი ბოლო წლებში არაერთხელ დაფიქსირდა. 2015 წელს "ფიროსმანის ნამუშევრის ქრისტის აუქციონზე რუსული კოლექციით გატანის ფაქტმა საზოგადოების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. თემო გოცაძე იყო ერთ-ერთი ხელოვანი, ვინც კატეგორიულად მოითხოვდა საკითხის მოგვარებას. კულტურის სამინისტრომ პირობა დადო, რომ აუქციონებზე ქართველი ავტორების საკითხს მოაგვარებდა, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია და კულტურის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმებზე ქართველი მხატვრების შემოქმედება რუსულ ხელოვნებად გადის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge